ირაკლი კოვზანაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი კოვზანაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობას, ამ კუთხით არსებულ რეალობას და სამომავლო თანამშრომლობას. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური მაჩვენებლები დინამიკურად იზრდება.

მისი თქმით, საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესოა ჰოლანდიის სოფლის მეურნეობის გამოცდილება, ასევე, განათლების სისტემა.
„სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტი იღებს განათლებას ნიდერლანდების სამეფოში”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კოვზანაძემ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელიც კომიტეტმა წელს დაიწყო. ითქვა, რომ TWINNING-ის 2 წლიანი პროექტი გააძლიერებს საპარლამენტო ზედამხედველობას საჯარო ფინანსებზე. ხოლო ამ პროექტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მთავარი პარტნიორი ნიდერლანდების ფინანსებისა და ეკონომიკის ეროვნული აკადემია და ნიდერლანდების წარმომადგენლობითი პალატაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები