მეუფე იაკობი – სააკაშვილზე: რატომ ჩამოდიოდა, ხომ იქნებოდა საზღვარგარეთ, წასასვლელი აღარ იქნებოდა
“რატომ ჩამოდიოდა, ხომ იქნებოდა საზღვარგარეთ, წასასვლელი აღარ იქნებოდა”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მას არავის პატიმრობა არ უნდა.
“რატომ ჩამოდიოდა, ხომ იქნებოდა საზღვარგარეთ, წასასვლელი აღარ იქნებოდა. მე არავის პატიმრობა არ მინდა. ვინც უნდა იყოს, ჩემი საკუთარი მტრები რომ იყვნენ, იმათი პატიმრობა არ მინდა”, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.