უკრაინელი მეომრების შვილები საქართველოში იმყოფებიან

მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ოდესის ოლქში გენერალური კონსულის, თორნიკე ბერეკაშვილის მოწვევით, უკრაინიდან, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულთა და მებრძოლთა შვილები დედებთან ერთად, საქართველოში ჩამოვიდნენ. უკრაინელი სტუმრების ჩვენს ქვეყანაში ვიზიტის საორგანიზაციო საკითხებს და მათთვის სპეციალურად შედგენილ პროგრამის განხორციელებას საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ბექა ოდიშარია უზრუნველყოფს.

1-ელ  ნოემბერს უკრაინელი სტუმრები ბათუმში იმყოფებოდნენ. ქ.ბათუმის მერიის მხარდაჭერითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომით, ისინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბულვარსა და დელფინარიუმში იმყოფებოდნენ. შემდეგ, სტუმრების პატივსაცემად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ორგანიზებული სადილი გაიმართა. სტუმრები, გუშინ საღამოს თბილისში გამოემგზავრნენ. უკრაინელ სტუმართა დელეგაცია 30 წევრისგან შედგება და ის საქართველოში 10 დღის განმავლობაში იქნება.
ვიზიტის ფარგლებში  მათთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები – გასართობი და შემეცნებითი ტურები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებშიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აქტიურად იქნება ჩართული. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია მათი მოწვევა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სათავო ოფისში, სადაც ისინი ქართველ ვეტერანებს შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები