პარლამენტში დღეს შრომის ინსპექტორი 2021 წლის ანგარიშით წარდგება
საქართველოს პარლამენტში დღეს შრომის ინსპექტორის 2021 წლის ანგარიშის მოსმენა გაიმართება. მთავარი ინსპექტორი ბექა ფერაძე დეპუტატებს უწყების მიერ განხორციელებულ საქმიანობას და სამომავლო ინიციატივებს გააცნობს და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.
ასევე, სხვადასხვა მიმართულებებით შრომის ინსპექციის მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე და გატარებულ ღონისძიებებზე გაამახვილებს ყურადღებას. ანგარიში შეეხება, შრომითი ზედამხედველობის გაძლიერების გეგმასაც.
ბექა ფერაძეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა წინა კვირაში უკვე მოუსმინა.