პარლამენტში “დეოლიგარქიზაციის” კანონპროექტის კენჭისყრა გაიმართება

საქართველოს პარლამენტში დღეს “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით კენჭისყრა გაიმართება.

კანონპროექტი “ქართული ოცნების” მიერ უკრაინული მოდელის უცვლელი შინაარსით არის წარდგენილი. ოპოზიცია კანონპროექტს სკეპტიკურად უყურებს. მათმა ნაწილმა განხილვებშიც არ მიიღო მონაწილეობა.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის ამ დამოკიდებულების მიღმა დესტრუქცია და რეკომენდაციების შესრულებაში ხელის შეშლის მცდელობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები