აკაკი ბობოხიძე – ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიაზე: გარდა ტერმინისა, რომ უნდა შევთანხმდეთ, რამე გაიგეთ, რა იგულისხმება შეთანხმებაში?
„გარდა ტერმინისა, რომ უნდა შევთანხმდეთ, რამე გაიგეთ, რა იგულისხმება შეთანხმებაში?“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ გაერთიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, სამეულის მხრიდან ოპოზიციის გაერთიანების თაობაზე მასთან კომუნიკაცია არ შემდგარა.
„არ არის ჯერ ეს კომუნიკაციები, უბედურებაც ეგ არის სხვათაშორის, ამიტომ მეპარება ეჭვი, რომ ამას მდარე პოპულიზმის და პიარის სუნი უდის, როცა ტელევიზიიდან ვიგებთ რაღაც შემოთავაზებებს“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.