დონეცკის მისადგომებთან ბრძოლები გრძელდება

   უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით  გააფთრებული საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. სამთავრობო ჯარებმა  მძიმე არტილერია და ,,გრადის“ ტიპის სარაკეტო დანადგარები გამოიყენეს. ამჟამად ნაციონალური გვარდიის მიერ დაკავებულია ცენტრალური მაგისტრალი „დონეცკი-გორლოვკა“. დონეცკის ,,სამხრეთ-აღმოსავლეთ“ ფრონტის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა კონსტანტინე კნირიკმა განაცხადა, რომ ქალაქის მიმართულებით ნაციონალური გვარდიის საარტილერიო ქვეგანაყოფმა დაახლოებით 40-მდე ,,გრადის“ ტიპის ჭურვი გამოუშვა, დანგრეულია რიგი საწარმოების შენობები. ქალაქში უმძიმესი მდგომარეობაა. ქალაქის ჩრდილოეთ მისადგომებს უკვე  სამთავრობო ძალების შენაერთები აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები