დავით მათიკაშვილი: რეგიონში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფლაგმანს წარმოვადგენთ

ჩვენ წარმოვადგენთ რეგიონში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფლაგმანს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „პირველი არხის“ განაცხადა.

„კორუფციის შესახებ ჩანაწერი 12-პუნქტიან გეგმაში იქნებოდა, თუ არ იქნებოდა, „ქართული ოცნება“, ჩვენი ხელისუფლება კორუფციის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა და ამ ბრძოლას პერმანენტულად აგრძელებდა. ეს ჩანს ყველა იმ დანაყოფ-საგამოძიებო სტრუქტურებში, რომელიც ქვეყანაში არსებობს და რომელთა დანიშნულებაც სწორედ ამ მძიმე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ გაჩნდა რეკომენდაციებში ტერმინი მაღალი დონის კორუფცია, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხი რეგიონულ ჭრილშია განხილული და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიმართ წარდგენილ რეკომენდაციებში მსგავსი ჩანაწერი ყველგან არის.

„მთავარია, რა იგულისხმება ამ ფრაზის ქვეშ. ჩვენ შემთხვევაში არსებობს სხვადასხვა ქვედანაყოფი, რომელიც სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის ქვეშ ფუნქციონირებს და მათი ძირითადი დანიშნულება სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა. ამ ჩანაწერის მიზანი, რაზეც ვსაუბრობთ, იყო და რჩება ამ სტრუქტურების ერთობლივი, ერთიანი, კოორდინირებული ფუნქციონირება, რაც თანაბარწილად იქნება მიმართული, როგორც მაღალი დონის კორუფციის, ასევე ნებისმიერი იმ დონის კორუფციის შემთხვევების დაძლევისკენ, რა ქვემდებარეობაც ამ უწყებებს გააჩნიათ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები