კიევში ბლინკენის მოადგილე ჩავიდა

კიევში ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, კარენ დონფრიდი ჩავიდა.

ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა და დიპლომატთან რკინიგზის სადგურზე გადაღებული ფოტო გაავრცელა.

„კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ახალი დარტყმების მიუხედავად, მე მივესალმე სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, კარენ დონფრიდს კიევში, რომ მან თავად მოისმინოს უკრაინელებისგან, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს, მხარი დაუჭიროს ქვეყანას, როდესაც ის მუდმივი დაბომბვის ფონზე აღადგენს და ათავისუფლებს ტერიტორიებს“, – დაწერა ბრინკმა.

31 ოქტომბერს კიევში ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი, კადრი სიმსონი ჩავიდა და, ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების შემდეგ, ენერგეტიკული სექტორისთვის მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობაზე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები