გიორგი ბახტურიძე: პარლამენტში წარვადგენთ ინიციატივას, რომლის თანახმად, თამბაქოს ინდუსტრიას ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის გამო კომპენსაციის გადახდა უნდა დაეკისროს

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარის, გიორგი ბახტურიძის განცხადებით, ორგანიზაციას ახალი საკანონმდებლო ინიციატივა აქვს, რომლის მიხედვითაც, თამბაქოს ინდუსტრიას მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის გამო კომპენსაციის გადახდის ვალდებულება უნდა ჰქონდეს.

„ჩვენ გვაქვს ახალი ინიციატივა, რომელსაც პარლამენტში უახლოეს პერიოდში წარვადგენთ. ეს ეხება იმას, რომ, ჩარჩო კონვენციის მეცხრამეტე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, თამბაქოს ინდუსტრიას მისი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციები მოსთხოვოს. უამრავი ქვეყნის გამოცდილება გვაქვს და შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას გავაფორმებთ, რითაც სახელმწიფო თამბაქოს ინდუსტრიას დაავალდებულებს, გარდა სპეციალური გადასახადებისა, დამატებით, კომპენსაციის სახით გადასახადი გადაიხადოს, რომელიც მოქალაქეების ჯანმრთელობის ინტერესებს, თამბაქოს მოხმარებისა და ნარკომანიის პრევენციას მოხმარდება. საქართველოში პირდაპირი ზარალი დაახლოებით მილიარდ -ნახევარი ლარია. ეს უკვე დათვლილია, კომპენსაციის მოცულობაც ჩვენი, ექსპერტების მოსაზრებით, მილიარდ-ნახევარი ლარი იქნება. ეს ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელს, ადგილობრივი იქნება თუ იმპორტიორი, ბაზარზე წილის მიხედვით უნდა დაეკისროს“, – განაცხადა ბახტურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები