ვლადიმერ კლიჩკომ უკრაინის არმიის დასახმარებლად ხელთათმანები აუქციონზე გაიტანა
სუპერ მძიმე წონაში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა ვლადიმერ კლიჩკომ აუქციონზე გასაყიდად თავისი ავტოგრაფიანი ხელთათმანი გაიტანა. IBF, IBO, WBO და WBA ვერსიებით კრივში მსოფლიოს ჩემპიონის ხელთათმანის გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინის არმიას გადაეცემა. მანამდე ძმებმა უკრაინის არმიას 200 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 2 ათასი ჯარისკაცისთვის განკუთვნილი სამხედრო აფთიაქი შეუძინეს. ასევე მეთორმეტე კიევის ბატალიონს ექვსი მოკლე ტალღოვანი დიაპაზონის რადიოსადგური აჩუქეს. აუქციონზე გასატანად ხელთათმანები კლიჩკომ თავისი ფან-კლუბის პრეზიდენტს სერგეი ალექსეევს გადასცა. ალექსეევის თქმით, კლიჩკომ ამ საკითხის გამო იგი საკუთარ სახლში მიიწვია. ამის გარდა, კლიჩკომ და ალექსეევმა გერმანიაში კლიჩკოს მხარდასაჭერი ფან-ტურნეს გამართვის საკითხებზე იმსჯელეს, რომელიც კუბრატ პულევთან მის მომავალ საჩემპიონო ბრძოლას უკავშირდება.
შეგახსენებთ: ვლადიმერ კლიჩკოსთვის ეს მე-17 საჩემპიონო ტიტულის დაცვა იქნება და არც ისე ბევრი აშორებს ლეგენდარული ჯო ლუისის რეკორდამდე, რომელმაც 25 ჯერ დაიცვა ჩემპიონის ტიტული.
მომზადებულია segodnya.ua -ს მასალებზე დაყრდნობით.