ანრი ოხანაშვილი: კანონპროექტის მიხედვით, ანტიკორუფციულ ბიუროს ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეული პირი უხელმძღვანელებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, ანტიკორუფციულ ბიუროს ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეული პირი უხელმძღვანელებს.

ოხანაშვილის განმარტებით, ბიუროს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული იქნება ასევე პარლამენტის წინაშე და იგი ყოველი წლის ბოლოს ანგარიშს წარუდგენს.

„ამ ცვლილებით შემოთავაზებულია ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, რომელსაც ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეული პირი უხელმძღვანელებს. კომისიას ექნება შესაძლებლობა, რომ პრემიერს წარუდგინოს შესაბამისი კანდიდატები, ხოლო პრემიერი დანიშნავს უკვე შესაბამის პირს 6 წლის ვადით. ბიუროს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული იქნება ასევე პარლამენტის წინაშე და იგი ყოველი წლის ბოლოს ანგარიშს წარუდგენს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ კანონპროექტს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები