შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საკანდიდატო კურსის მსმენელები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საკანდიდატო კურსის მსმენელები ეწვივნენ. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მომავალი ოფიცრებისთვის საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს და სტუმრებს თავიანთი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
“ღონისძიების ფარგლებში, საჩვენებელი სწავლება რამდენიმე კუთხით განხორციელდა. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე წარმოდგენილი იყო სიმულაციები ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების, ასევე, სამთო-სამაშველო, ურბანული და ავტომანქანის ხანძრის ქრობის მიმართულებით.
სწავლებაში გამოყენებული იყო პოლონური მხარის მიერ გადმოცემული ავტოსაგზაო შემთხვევაზე რეაგირების მრავალჯერადი გამოყენების მსუბუქი ავტომანქანის სიმულატორიც. საჩვენებელი ღონისძიება მაშველი ძაღლის მონაწილეობით განხორციელებული სიმულაციური სამაშველო ოპერაციით დასრულდა.
საჩვენებელ სწავლებას ეროვნული თავდაცვის აკადემიის 60-მდე მსმენელი დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, მომავალმა ოფიცრებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აღჭურვილობა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ტექნიკა დაათვალიერეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები