უკრაინაში დაღუპული მიშა ყაფლანიშვილი საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამხედრო პატივით დაკრძალეს. მიხეილ ყაფლანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ტაძარში დილიდან მიმდინარეობდა.
ის ლუგანსკის ოლქში, რუსების დაბომბვას 21 ოქტომბერს ემსხვერპლა.
მიხეილ ყაფლანიშვილი 22-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში რუსულ აგრესიას ემსხვერპლა.