უსამა ბინ ლადენის „ორეულმა“ ამერიკის საზღვარი არალეგალურად უპრობლემოდ გადაკვეთა (ვიდეო)

  „ვაშინგტონ თაიმსის“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახიფათო ექსპერიმენტს მიმართა ამერიკელმა რეჟისორმა ჯეიმს ო’კიფმა, რომელმაც უსამა ბინ ლადენის სახით შენიღბულმა არალეგალურად გადაკვეთა მექსიკა-ამერიკის საზღვარი. ეს ექსპერიმენტი რეჟისორის არათუ დაპატიმრებით, მისი სიკვდილითაც კი შეიძლება დასრულებულიყო.
ჯეიმს ო’კიფს ამ ექსპერიმენტით სურდა, დაემტკიცებინა, თუ რა დაუცველია აშშ-ს სახელმწიფო საზღვარი და როგორ თავისუფლად აღწევს ათასობით არალეგალი ამერიკის ტერიტორიაზე.
თავდაპირველად ო’კიფი სტანდარტულ სამოსში იყო გამოწყობილი, რომლის დროსაც უპრობლემოდ გადალახა მდინარე რიო გრანდე.
„მე ახლა მდინარე რიო-გრანდესთან ვარ. მე ვაპირებ, გადავიდე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც ამას ყოველწლიურად ათასობით არალეგალი იმიგრანტი აკეთებს“,  – განაცხადა ო’კიფმა.
10 კილომეტრი ფეხით სიარულის შემდეგ ის ფედერალურ ტრასაზე გავიდა, საიდანაც ამერიკის ნებისმიერ წერტილში შეეძლო მოხვედრა.
ამის შემდეგ ჯეიმს ო’ჯიფი უკან დაბრუნდა და ეს ექსპერიმენტი უკვე უსამა ბინ ლადენის სახით გამოწყობილმა გაიმეორა.
განმეორებითი ექსპერიმენტისას ო‘კიფი უკვე ავღანური სამოსით შეიმოსა და მსოფლიოს ნომერი პირველი ტერორისტის კამუფლიაჟით გააგრძელა გზა.
სახელმწიფო საზღვრად გამოცხადებული მდინარის გადაკვეთისას რეჟისორმა თავის ვიდეოში განაცხადა – „მე ახლა ვერც ერთ ოფიცერსა და პატრულს ვერ ვხედავ. აქ მხოლოდ სიმშვიდეა, სიწყნარე, უშფოთველობა. მე შეერთებულ შტატებში ვარ და ნება მომეცით, გითხრათ: თუკი პრეზიდენტი, ან რეიდი (სენატორი ნევადის შტატიდან), ან ნებისმიერი სხვა გეტყვით, რომ სახელმწიფო საზღვარი დაცულია, ისინი თქვენ გატყუებენ. ეს ერთ-ერთი ყველაზე იოლი რამ იყო, რომელიც ოდესმე გამიკეთებია“.
ჯერჯერობით უცნობია, რა ღონისძიებებს გაატარებს აშშ-ს ხელისუფლება ამ გახმაურებული ინციდენტის შემდეგ, თუმცა ფაქტია, რომ სახელმწიფო საზღვრის დაუცველობის საკითხზე ჯეიმს ო’კიფის ექსპერიმენტმა საზოაგდოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=fB37TCDcZBg” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები