რუსთავში დედასა და ორ მცირეწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

რუსთავში, დედასა და ორ მცირეწლოვან ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ფანცულაიას ქუჩაზე მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოპელის მარკის ავტომობილი 30 წლამდე ქალს დაეჯახა, რომელსაც ხელში 7 თვის ჩვილი ეჭირა, ასევე ახლდა 7 წლის ბავშვი.

სავარაუდოდ მანქანამ ქალს ფეხზე გადაუარა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.

არსებული ინფორმაციით, პაციენტები თავდაპირველად კლინიკა „რუსთავში“, შემდეგ კი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები