„ამ ეკლექტური სამეულის არ მჯერა“ – იაგო ხვიჩია ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიაზე

მე ამ ეკლექტური სამეულის არ მჯერა, რთულად წარმოსადგენია, რომ ისინი ხალხმა წარმოიდგინოს „ნაციონალურ მოძრაობის“ უფლებამონაცვლეებად, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში პარტიების „გირჩი-მეტი თავისუფლების“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „დროას“ გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.

იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ სწორი კამპანიის დაგეგმვის შემთხვევაში, აღნიშნულმა გაერთიანებამ საარჩევნო ბარიერი გადალახოს, მაგრამ „მიშას შემცვლელები ვერ იქნებიან“.

„სექტემბერმა უჩვეულოდ მშვიდად ჩაიარა, თორემ აგვისტოში განაცხადეს, რომ სიტუაციის რადიკალიზაცია მოხდებოდა, რაც არის მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველზე მუშაობა. თუ მიხეილ სააკაშვილი წავა ქართული პოლიტიკიდან, ბევრ ადამიანს გაუჩნდება შანსი, ეს ხმები ვიღაცასთან ხომ უნდა წავიდეს?! – ამიტომ, ბუნებრივია, ამ ხალხის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ამომრჩევლებზე ნადირობა. მე მგონია, რომ არ გამოუვათ. ჩემი აზრით, ეს ხალხი არ არის მიხეილ სააკაშვილის ჩამნაცვლებლები. სააკაშვილის თვისებების ერთობლიობა ჰქონდა. ამომრჩეველს მოვუწოდებდი, რომ ჩვენ მოგვაქციონ ყურადღება. მიხეილ სააკაშვილიც კი ფიქრობს ახალი ცხოვრების დაწყებაზე და მე ამ ადამიანებს მოვუწოდებდი, მათაც იფიქრონ ახალი ცხოვრების დაწყებაზე. ახალი ცხოვრების დაწყება არ ნიშნავს სააკაშვილის მსგავსის მოძებნას. მიხეილ სააკაშვილი ერთადერთია, მისი მსგავსი არავინ გვყავს. მე რომ დავიწყო მცდელობა მიხეილ სააკაშვილის ჩანაცვლების ეს სასაცილო იქნება, ჩემს შემთხვევაშიც და სხვა ადამიანის შემთხვევაშიც. საკუთარი განცხადებებით „ნაცზე“ „ნაცი“ იყო , შეიძლება რაღაც შედეგი მოიტანოს, მაგრამ მოგებას არ მოიტანს. მოგების გზა არის „ქართული ოცნების“ ყოფილი ამომრჩევლის წამოყვანა. განსხვავებული იდეის გაჩენა ცვლის თამაშს, რომელსაც ყურადღებას მიაქცევს „ქართული ოცნების“ ყოფილი ამომრჩეველი, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ამომრჩეველი.

მე ამ ეკლექტური სამეულის არ მჯერა, რთულად წარმოსადგენია, რომ ისინი ხალხმა წარმოიდგინოს „ნაციონალურ მოძრაობის“ უფლებამონაცვლეებად. არ გამოვრიცხავ, რომ სწორი კამპანიის დაგეგმვის შემთხვევაში ბარიერი გადალახონ, მაგრამ მიშას შემცვლელები ვერ იქნებიან. ჩვენ ვგულშემატკივრობთ, რომ დროზე გაერთიანდნენ, იმიტომ რომ საზოგადოებას ერთმანეთში ვეშლებით, ჩვენ და „გირჩი მეტი თავისუფლება“. ხალხს ერთმანეთში რომ არ შევეშალოთ ამაზე ვღელავთ, ამიტომ ვგულშემატკივრობთ ამ გაერთიანებას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები