საპარლამენტო დელეგაცია ბალტიის ასამბლეის სესიას დაესწრო

27-28 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ხელაშვილის ხელმძღვანელობით, ქალაქ რიგაში, ბალტიის 41-ე ასამბლეის სესიას დაესწრო.

საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ასამბლეის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა.
გიორგი ხელაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს ერთობლივ ძალისხმევას – უზრუნველყონ რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობა და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დელეგაციის ხელმძღვანელმა ბალტიელ კანონმდებლებს და ქვეყნების მოსახლეობას, საქართველოს მიმართ გამოხატული მყარი მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები