ანრი ოხანაშვილი – ოპოზიციაზე: ეს ადამიანები კადრულობენ, რომ საბოტაჟი, რომელიც თვითონ განახორციელეს, სხვას დააბრალონ
ამ ადამიანებმა უარი თქვეს სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე, პირველ ეტაპზე, მათ სურდათ, წარმოეჩინათ, რომ სამუშაო ჯგუფები ინკლუზიური არ არის და უნდოდათ, ეს შემდეგ ევროპაში „გაეყიდათ“, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოენიჭებინათ, – ასე აფასებს “ქართული ოცნების” დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის განცხადებებს ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ.
„ეს ადამიანები კადრულობენ, რომ საბოტაჟი, რომელიც თვითონ განახორციელეს, სხვას დააბრალონ. ამ ადამიანებმა უარი თქვეს სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე, პირველ ეტაპზე, მათ სურდათ, წარმოეჩინათ, რომ სამუშაო ჯგუფები ინკლუზიური არ არის და უნდოდათ, ეს შემდეგ ევროპაში „გაეყიდათ“, თითქოს, ჩვენ სამუშაო ჯგუფებში მუშაობის სათანადო პირობები არ შევქმენით და ეს დაეყვანათ იქამდე, ემუშავათ იმაზე, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოენიჭებინათ“, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
მმართველი გუნდი, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშესაწყობად, ანტიკორუფციულ ბიუროს ქმნის.