გერმანიის კანცლერი რუსეთთან მოლაპარაკების გაგრძელებას აუცილებლობად მიიჩნევს
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, დასავლეთის ქვეყნების სანქციების მიუხედავად, განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკების რეჟიმი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინთან დიალოგის რეჟიმში შესაძლებელია აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის მოგვარება. ამის შესახებ გერმანის მთავრობის ლიდერმა გერმანულ გამოცემა Sächsische Zeitung-სთან ინტერვიუში განაცხადა.
,,მე მივისწრაფი იმისკენ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკების რეჟიმი, დასავლეთის არაერთი სანქციის მიუხედავად, არ უნდა შეწყდეს“,- განაცხადა მერკელმა.