თამარ ჩარკვიანი ბულგარეთის ელჩს საქართველოში, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ ჩარკვიანი ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გზებს შეეხო. მხარეებმა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს. თამარ ჩარკვიანი დიპლომატს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას პატიმრობის შესახებ ესაუბრა.
„შეხვედრაზე ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების შესახებ ვისაუბრეთ. გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები. მიხარია, რომ დასავლეთის ქვეყნები ზრუნავენ, ჩვენ აღმოვჩნდეთ დასავლური ოჯახის წევრები. დიპლომატს ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობაზე მივაწოდე ინფორმაცია და შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე”, – განაცხადა თამარ ჩარკვიანმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბულგარეთი ელჩის მოადგილე – ილია ნამჩევი.