მარიკა თხელიძემ ჯვარი დაიწერა
მარიკა თხელიძემ გუშინ საგურამოში ჯვარი დაიწერა. მომღერლის საქმრო გიგა ანდრიაძეა. წყვილის ჯვრისწერას 30-მდე ადამიანი, მეჯვარეები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მარიკას მეჯვარე თიკა ჯამბურია იყო. როგორც მომღერალმა „კვირას“ განუცხადა, უკვე დაწყებულია მზადება ქორწილისთვის. მარიკა ამ დღეს დიზაინერ ბიჭოლას კაბას ჩაიცვამს. ქორწილი კი სექტემბრის ბოლოს გაიმართება.