ვლადიმერ პუტინი ყირიმს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრება
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაიწყო ორდღიანი საქმიანი ვიზიტი ყირიმში, სადაც ის რეგიონში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც კრემლის პრესსამსახურმა განაცხადა, პრეზიდენტი ეწვევა სევასტოპოლს, სადაც ის უშიშროების საბჭოს წევრებს შეხვდება. ხუთშაბათს, 14 აგვისტოს, ვლადიმერ პუტინი სახელმწიფო დუმის დეპუტატებს ეწვევა, ასევე დაგეგმილია შეხვედრა რუსეთის სათათბიროს წევრებთან. შეხვედრის დროს ბოლო თვეების მოვლენების შედეგად რეგიონში დაგროვილ პრობლემატურ საკითხებს განიხილავენ.