გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

????????????????????????????????????

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობებისა და გამოწვევების თაობაზე მიმდინარე თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა.

თემატური მოკვლევა მიზნად ისახავს: საქართველოში დეკარბონიზაციის პოლიტიკის მიზნების მიღწევისთვის არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე ტექნოლოგიური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გათვალისწინებით.

ექსპერტების მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული პოზიციების გაანალიზების შემდეგ, სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოკვლევის შემდგომი ნაბიჯები დაგეგმეს.

თემატური მოკვლევის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის წევრები მოუსმენენ როგორც წარმოდგენილი დასაბუთებული მოსაზრებების ავტორებს, ასევე შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. თემატურ მოკვლევას „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები” პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ერთობლივად ახორციელებენ ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები