გიორგი ამილახვარი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩთან, აშოტ სმბატიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

„ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე. გავცვალეთ მოსაზრებები, თუ როგორ შეგვიძლია, გავაღრმაოთ ურთიერთობები განათლების და მეცნიერების კუთხით. მოვილაპარაკეთ, რომ, ჩვენი კულტურების და საგანმანათლებლო პროექტების კიდევ უფრო დაახლოების მიზნით, ერევანსა და თბილისში შევქმნათ ქართველოლოგიური და სომხური ცენტრები”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები