ლავროვი: დასავლეთის პრესაში აღმოსავლეთ უკრაინის მოვლენებზე სიმართლე ჩნდება
„მართალია დასავლეთის პრესას ამის გაკეთება არ სურს, მაგრამ მაინც აშუქებს იმ საშინელებას, რა მდგომარეობაშიც სამოქალაქო ომის პირობებში მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფება“, – აცხადებს სერგეი ლავროვი. ლავროვის აზრით, რუსმა ჟურნალისტებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს დასავლეთისთვის ადეკვატური ინფორმაციის მიწოდებაში. თუმცა ძალიან ბევრმა უცხოელმა ჟურნალისტმაც ობიექტურად გააშუქა რეგიონში არსებული სიტუაცია.