რატი იონათამიშვილი – სახალხო დამცველობის კანდიდატებზე: მთავარი კრიტერიუმები იქნება მიუკერძოებლობა და კომპეტენცია

„მთავარი კრიტერიუმები იქნება მიუკერძოებლობა და კომპეტენცია. ჩვენი კითხვები სწორედ ამის დასადგენად იქნება მიმართული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ომბუდსმენობის კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.

“რაც შეეხება პროცესებში ჩართულ მხარეებს, ნებისმიერს ექნება შესაძლებლობა – კითხვა დასვას. იმედი მაქვს, რადიკალური ოპოზიცია თითოეულ კანდიდატს დაუსვამს კითხვას და არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ სამი კანდიდატით, რომლის დასახელების პროცესში საკმაოდ დიდი ბუნდოვანება იყო სამოქალაქო საზოგადოების ცალკეული წევრების მხრიდან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები