კახა კალაძე – ჟურნალისტს: პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვთ, რომ როგორმე გადადგეს კალაძე, რათა ახალი არჩევნები ჩატარდეს, აჯანჯღაროთ ქვეყანა
“რეალურად, საერთოდ არ გაინტერესებთ – რა მოხდა, იმ ოჯახის უბედურებაც არ გაინტერესებთ”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხებოდა.
მისივე თქმით, კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.
“გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი, რეალურად, საერთოდ არ გაინტერესებთ – რა მოხდა, იმ ოჯახის უბედურებაც არ გაინტერესებთ. პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვთ – როგორმე გადადგეს კახა კალაძე, იმისთვის, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს, აჯანჯღაროთ ქვეყანა. არ გაინტერესებთ სამართლებრივი მხარე – რა ხდება რეალურად, რა იყო პრობლემა.
მე ვერ გეტყვით, რატომ არ იმუშავა დამცავმა რელემ, ამას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, თუ რა იყო პრობლემა და მიზეზი, რატომ არ იმუშავა დამცავმა სისტემამ”, – აცხადებს კალაძე.