სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 3.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.7 პროცენტი შეადგინა.
2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 17.5 პროცენტით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია უძრავი ქონების ფასების პროცენტული ცვლილება წინა კვარტალთან, წინა წლის შესაბამის კვარტალსა და 2020 წლის საშუალოსთან შედარებით.
2022 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა, ძირითადად,
დაფიქსირდა კერძო სახლების სეგმენტში (8.8 პროცენტი).
2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში –
ბინებზე 10.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 10.0 პროცენტით.
ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია ჯამური RPPI-ის და მისი ქვეინდექსების, ასევე
სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) შედარებითი დინამიკა.
ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია 2022 წლის მესამე კვარტალში ახალაშენებული
(დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2 -ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების
მიხედვით.
ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია ახალაშენებული (დასრულებული) ბინების
სეგმენტში 1მ2 -ის მედიანური ღირებულება, მათი მდგომარეობის (კარკასის) მიხედვით.