გიორგი ამილახვარი ლატვიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ედიტა მედნესს შეხვდა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი ამილახვარი ლატვიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ედიტა მედნესს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
„ახალდანიშნულ ელჩთან ერთად, ვისაუბრეთ განათლებისა და მეცნიერების კუთხით მიმდინარე რეფორმებზე, ასევე, ვიმსჯელეთ საკითხებზე, საქართველოსა და ლატვიას შორის თანამშრომლობის კუთხით. ვისაუბრეთ განათლების სფეროს რამდენიმე მიმართულებაზე, სადაც შეგვიძლია დავნერგოთ ორმაგი დიპლომი და საერთო პროგრამები”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.