საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ეწვევა
საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ეწვევა. საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს 14:00 საათზე, „შატო მუხრანში“ გააკეთებენ.