თბილისის მეტროში მოქალაქე ლიანდაგებში ჩავარდა, რის გამოც პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია

თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მოქალაქე ლიანდაგებში ჩავარდა. მომხდარი ფაქტის გამო, მეტროს პირველი ხაზი გაჩერებულია და მგზავრებს ვერ ემსახურება.

„საჭირო გახდა მოძრაობის შეჩერება. ერთ-ერთ სადგურზე, მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა. ძაბვა დროულად მოვხსენით და უვნებლად ამოვიყვანეთ. ამიტომ მოგვიწია მოძრაობის შეჩერება. მოძრაობა მალე განახლდება“, – აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები