“დაუდევრობა გამორიცხულია – ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას” – რას ამბობენ კლინიკაში, სადაც 22 წლის გოგოს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, გლანდების ოპერაცია ჩაუტარდა

“დაუდევრობა გამორიცხულია. რაიმე გართულებას ადგილი რომ ჰქონოდა, სამედიცინო თვალსაზრისით, სისხლდენა ოპერაციის დროს უნდა დაწყებულიყო ან ოპერაციის შემდგომ მალევე”,- ამის შესახებ კლინიკა “გიდში” აცხადებენ, სადაც 22 წლის ლანა დარჯანიას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, გლანდების ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თამარ გვილავა აცხადებს, მომხდარის შესწავლა მიმდინარეობს.

“19 ოქტომბერს, ოპერაციის წინ ჩაუტარდა ანალიზები, რომლებიც იყო დამაკმაყოფილებელი. ოპერაციამ ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა. 4 დღე გავიდა და ვგებულობთ ამბავს, რომ სახლში სისხლდენა დაეწყო. დაუდევრობა გამორიცხულია. რაიმე გართულებას ადგილი რომ ჰქონოდა, სამედიცინო თვალსაზრისით, სისხლდენა ოპერაციის დროს უნდა დაწყებულიყო ან ოპერაციის შემდგომ მალევე. შესაძლოა რაიმე რეჟიმი დაირღვა, შესაძლოა არანაირი რეჟიმი გოგონას არ დაურღვევია. ჩვენც ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას”,- განაცხადა გვილავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები