საგარეო უწყება: მიმდინარეობს მუშაობა პოლონურ მხარესთან ოფიციალური ინფორმაციისა და დამატებითი დეტალების მიღების მიზნით

პოლონეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რა დროსაც 3 ადამიანი დაიღუპა, რომლებიც სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები არიან, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულის დასაზუსტებლად პოლონურ მხარესთან მუშაობა მიმდინარეობს.

“საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა პოლონურ მხარესთან ოფიციალური ინფორმაციისა და დამატებითი დეტალების მიღების მიზნით”, – განუცხადეს “კვირას” საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის, პოლონეთში გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. 5 კი დაშავდა. პოლონელი მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, დაღუპულები სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები