აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე – რა ვერსიებზე საუბრობენ თვითმხილველები

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქებასთან დაკავშირებით თვითმხილველები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ.

ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარში, სავარაუდოდ, მეტადონის პროგრამაში ჩართული პირები ფიგურირებენ, რადგან ადგილზე, სადაც აფეთქება მოხდა, მეტადონის პროგრამის ცენტრია.

„ძლიერი აფეთქების ხმა გავიგე. ჩხუბის ხმა არ გამიგია. მეტადონის ცენტრი რომ მანდ არ იყოს, უკეთესი იქნება. იქ სულ ჩხუბია“ , – ამბობს თვითმხილველმა.

კიდევ ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, აფეთქებას წინ დაპირისპირება უძღოდა.

„ერთი აფეთქების ხმა გავიგეთ. ფანჯრიდან რომ გავიხედეთ, ჩხუბი და ჩოჩქოლი იყო”, – ამბობს კიდევ ერთი თვითმხილველი.

ცნობისთვის, აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე დილით მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები