ბასილაშვილის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ ბრალდების მხარე სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორი, ნათია გურული აცხადებს, რომ ჩოგბურთელისთვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

მისი თქმით, პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ადასტურებდა ბრალდებულის დამნაშავეობის საკითხს, მიმაჩნია, რომ სასამართლომ არ შეაფასა ის მტკიცებულებები, რაც ამხელდა ნიკოლოზ ბასილაშვილს დანაშაულში. სასამართლომ ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეაფასა და ბასილაშვილის ოჯახის წევრებს დაეყრდნო. ბრალდების მხარე განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები