ნიკოლოზ ბასილაშვილი: ველოდი ჩემთვის სამართლიან გადაწყვეტილებას – ამდენი ცრუ ბრალდება რთული ასატანი იყო

ველოდი ჩემთვის სამართლიან გადაწყვეტილებას, ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ დადგა სამართლიანი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამდენი ცრუ ბრალდება მისთვის ძალიან რთულად ასატანი იყო.

„ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემს შვილთან ბოლო 2 წელია არ მქონია ურთიერთობა, მინდა დავიწყო ამ ურთიერთობების აღდგენა, და პირველ რიგში, ჩემი ნაბიჯი იქნება ეს. მე როგორც თავიდან აღვნიშნე, არ მინდა საჯაროდ ნეგატიური განცხადებების გაკეთება, ნეკა ლუკასის დედაა, ჩემთვის კი ბავშვი მთავარია, არ მინდა ჩემს პირადზე ვისაუბრო.

მე ველოდი ჩემთვის სამართლიან გადაწყვეტილებას, ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ დადგა სამართლიანი გადაწყვეტილება. ვნერვიულობდი, ძალიან რთული პერიოდი გავიარე ცხოვრებაში, ამდენი ცრუ ბრალდება ჩემთვის ძალიან რთულად ასატანი იყო“, – განაცხადა ბასილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები