„გაფორმდა ფემიციდი!“ – ნელი დოროყაშვილის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო, მოსარჩელე ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ადვოკატი წერს, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ფემიციდი გააფორმა და მიკერძოებულმა სისტემამ კიდევ ერთი ქალი გადააგდო საჯიჯგნად.

„გაფორმდა ფემიციდი! მიკერძოებულმა სისტემამ დღეს კიდევ ერთხელ ამხილა თავი და კიდევ ერთი ქალი გადააგდო საჯიჯგნად.

თავად მოსამართლე – მგრძნობელობა 0. პასუხისმგებლობა – 0. ცოდნა – 0. ობიექტურობა – 0. ისტორიაში შევა მისი გადაწყვეტილების თოთოეული შეფასება.

არავის მივცემთ მსხვერპლი ქალების მონელების უფლებას!

გაგრძელდება ნელის დაცვა, სისტემა მხილებული იქნება. საქმე იმაშია ამ დროისთვის რამდენი ქალი იქნება მოკლული და გამწარებული.

მადლობა პროკურორს რომელმაც ობიექტურად ყველაფერი გააკეთა რაც სამართლიანობას სჭირდებოდა.

მადლობა ჩემ ყველა თანამშრომელს თქვენ ხართ საამაყო ხალხი. ჩვენ სულ იქ ვიქნებით ვისთანაც არავინაა სიმართლის გარდა!!!

განსაკუთრებული მადლობა ნელის და ბოდიში უსამართლო ადამიანების და  არაკომპეტენტური და მიკერძოებული მოსამართლისთვის!“ – წერს ანა აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები