გოგი მეშველიანი “ვარდისფერი ოქტომბრის” თვეს გამოეხმაურა

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვარდისფერი ოქტომბრის თვეს გამოეხმაურა და „ქართული ოცნების” ბოლნისის ქალთა ორგანიზაციის აქტივობა საკუთარ გვერდზე განათავსა, რითაც მხარდაჭერა გამოხატა ძუძუს კიბოს პრევენციის მიერ დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიის მიმართ და ქალთა მხარდასაჭერად.

“ქართული ოცნების” ბოლნისის ქალთა ორგანიზაცია „ვარდისფერი ოქტომბრის“ საერთაშორისო თვეს უერთდება.
ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით ძუძუს კიბოს პრევენციისა და მკურნალობის შესახებ სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიები ტარდება.

ბოლნისის ორგანიზაციის წევრებმა ქალაქის ცენტრში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე პერფორმანსი მოაწყვეს ხელისგულებზე საჯაროდ დაიხატეს ლოგო და საზოგადოებას უთხრეს, რომ კიბო განაჩენი არ არის!
#ძუძუსკიბოგანაჩენიარარის
#შენისიცოცხლეშენსხელშია
#ჩაიტარესკრინინგი”, – წერს მეშველიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები