ელისო ბოლქვაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.

„განვიხილეთ ორი ქვეყნის კულტურის კომიტეტების თანამშრომლობის საკითხები. ასევე, ვისაუბრეთ კინემატოგრაფიის განვითარებასა და ნიდერლანდებში არსებული გამოცდილების გაზიარებაზე სახელოვნებო ინდუსტრიის ხელშეწყობის მხრივ”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები