ლევან ქარუმიძე: ჩემთვის წარმოუდგენელი იმედგაცრუებაა, რომ უკრაინა გახდა მეორე ქვეყანა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები დაასანქცირა
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე უკრაინის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება.
“ჩემთვის წარმოუდგენელი იმედგაცრუებაა, რომ უკრაინა გახდა მეორე ქვეყანა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები დაასანქცირა. პირველი რუსეთია”, – წერს ქარუმიძე “ტვიტერზე”.
ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს მოქალაქეებს: ალექსანდრე ივანიშვილს, ქეთევან ხარაიძეს, უჩა მამაცაშვილს, ტიტე მამაცაშვილს და რამდენიმე ქართველ ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.