“ოკუპანტები ქალაქ ხერსონის და რეგიონის მნიშვნელოვანი ტერიტორიის ჩაბარებას გეგმავენ” – ISW
რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება საინფორმაციო სარჩულს ამზადებს, რომ საკუთარი ჯარის მიერ დაგეგმილი უკანდახევა და ხერსონის ოლქის დიდი ტერიტორიის უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემა გაამართლოს.
ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია ნათქვამი.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანდახევისთვის ხალხს ამზადებენ – ე.წ. გუბერნატორი, ვლადიმერ სალდო და გენერალი სერგეი სუროვიკინი.
“სუროვიკინისა და სალდოს განცხადებები, სავარაუდოდ, არის საინფორმაციო სარჩულის მომზადების მცდელობა დნეპრის გასწვრივ რუსების სრული უკანდახევისთვის, რის შედეგადაც ქალაქი ხერსონი და ხერსონის რეგიონის სხვა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაემორჩილება უკრაინულ ჯარებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.