“ამიერიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება, პირობების კარნახს ჩვენ ვიწყებთ” – კადიროვი კიევს ემუქრება
ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა რუსეთის მიერ უკრაინის სამხედრო და ენერგოსექტორის დაბომბვის კომენტირებისას თქვა, რომ კიევს თავს პირობებს მოსკოვი უკარნახებს, რადგან “უარესი წინ არის”.
ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.
”ზედმეტად დიდხანს ვაფრთხილებდით კიევში მყოფ კრიმინალურ ხელმძღვანელობას, რომ სპეცოპერაციის მსვლელობისას ჩვენს მიერ კონკრეტული ზომები ჯერ მიღებული არ არის. რუსეთმა არაერთხელ მისცა შანსი სატანისტების სარდლობას, რომ გონს მოეგონ. მაგრამ ჩვენსას არ ისმენდნენ, ან აიგნორებდნენ. ამიერიდან, ყველაფერი სხვაგვარად იქნება. პირობების კარნახს ჩვენ ვიწყებთ და უარესი წინ არის”, – დაწერა მან.