ხელვაჩაურის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ პარტია დატოვა

ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მალხაზ თავდგირიძემ თავმჯდომარის თანამდებობა და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.

თავდგირიძე მიზეზად პარტიის ლიდერების მხრიდან შანტაჟსა და ზეწოლას ასახელებს. როგორც ის აღნიშნავს, პარტიის ლიდერები მისი პირადი მიმოწერითა და საუბრებით აშანტაჟებდნენ და მას მანდატის დათმობას სთხოვდნენ.

„ჩემი პირადი მიმოწერები და სატელეფონო საუბრები გადასცეს მესამე პირებს. მიმდინარეობდა ჩემი შანტაჟი, რის შესახებაც სამართალდამცველებს უკვე მივმართე და წარვუდგინე შესაბამისი მტკიცებულებები. მე ვერ ვიქნები პარტიაში, რომელსაც საქართველოდან გაქცეული დავით კეზერაშვილი აფინანსებს“, – განაცხადა თავდგირიძემ.

ამასთან, მალხაზ თავდგირიძე არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ სხვა წევრებმაც დატოვონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები