Reuters: ირანი თანახმაა, რომ რუსეთში დამატებითი რაკეტები და დრონები გააგზავნოს

FILE PHOTO: A view of drones during a military exercise in an undisclosed location in Iran, in this handout image obtained on August 24, 2022. Iranian Army/WANA (West Asia News Agency)/Handout via REUTERS/File Photo

ირანი რუსეთს დრონებთან ერთად რაკეტების მიწოდებასაც დაჰპირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას  Reuters-ი ორ ირანელ მაღალჩინოსანსა და დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსებმა მოითხოვეს მეტი დრონები და ირანული ბალისტიკური რაკეტები გაუმჯობესებული სიზუსტით“, – ამბობს ერთ-ერთი ირანელი დიპლომატი.

აღნიშნული ინფორმაცია დასავლელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან საუბრისას დაადასტურა და განაცხადა, რომ რაკეტების მიწოდების საკითხზე ირანსა და რუსეთს შორის შეთანხმება არსებობს, რომელიც 6 ოქტომბერს დაიდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები