ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, უკრაინაზე სასაუბროდ, სასწრაფოდ აშშ-ში გაემგზავრა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი, უკრაინაზე სასაუბროდ, სასწრაფოდ შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

ამის შესახებ Standard-ი იტყობინება.

უოლესმა ბრიტანეთის თავდაცვის კომიტეტის წინაშე გამოსვლაც კი გააუქმა.

მოსალოდნელია, რომ უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, კერძოდ, ბირთვული საფრთხის ჭრილში, მინისტრი შეხვედრებს პენტაგონსა და თეთრ სახლში გამართავს.

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მდივნის, ჯეიმს ჰიპის თქმით, ​უოლესი შეხვდება ამერიკელებს “დიალოგებისთვის, რომლებიც მართლაც წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენ ისეთ დროში ვიმყოფებით, როდესაც ასეთი დიალოგები საჭიროა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები