ირაკლი კობახიძე – საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე: წელს ეს კანონპროექტი არ განიხილება, თუ დავინახავთ ოპოზიციის მზაობას, პოლარიზაცია შეამცირონ, სავარაუდოდ, მივუბრუნდებით მომავალ წელს, ან 2024 წელს

არ არის 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი, გაუქმებულია, ანულირებულია გასულ საუკუნეში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მმართველ გუნდს ამაზე მუშაობის ვალდებულება არ აქვს.

„ამ შემთხვევაში ჩვენ ვალდებულება არ გვაქვს, ეს არ არის 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი, გაუქმებულია, ანულირებულია გასულ საუკუნეში. ეს არ არის 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი, აქედან გამომდინარე, არავითარი ვალდებულება არ არსებობს. ჩვენ ვთქვით, რომ წელს ეს კანონპროექტი არ განიხილება, თუ დავინახავთ ოპოზიციის მხრიდან მზაობას, რომ პოლარიზაციის ხარისხი შეამცირონ, ჩვენ სავარაუდოდ, მივუბრუნდებით მომავალ წელს, ან 2024 წელს ამ საკითხის განხილვას, მანამდე ეს საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები