17-19 ოქტომბერს კინოთეატრ “ამირანში” უკრაინულ-ქართული ფილმების ჩვენება გაიმართება

საქართველოში უკრაინის საელჩოს ეგიდით, 17-19 ოქტომბერს, კინოთეატრ ამირანში დაგეგმილია უკრაინულ-ქართული ფილმების ჩვენება, სახელწოდებით „ქართველი და უკრაინელი რეჟისორების თვალით დანახული ომი“.

განრიგი:

17 ოქტომბერი, 19:00 – მხატვრული ფილმი „მოციქულების დედა“ ,რეჟისორი ზაზა ბუაძე.

18 ოქტომბერი, 19:00 – მხატვრული ფილმი „ვიწრო ხიდი“, რეჟისორი ბორის კვაშნევი, სცენარის ავტორი მირზა დავითაია.

19 ოქტომბერი, 19:00 – დოკუმენტური ფილმი „მარიუპოლი, დაუკარგავი იმედი“ რეჟისორი მაქსიმ ლიტვინოვი .

დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები