კიევში სამი აფეთქება მოხდა – ოკუპანტებმა ენერგომომარაგების ობიექტი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა კიევის დაბომბვა დღესაც გააგრძელეს.

გამთენიისას ქალაქის მარცხენა სანაპიროზე, დესნიანსკის რაიონში მდებარე ელექტრომომარაგების ერთ-ერთ ობიექტს დაარტყეს.

ამის შესახებ ტელეგრამში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ დაწერა.

„წინასწარი ინფორმაციით, სამი აფეთქება მოხდა ელექტრომომარაგების ობიექტზე ქალაქის მარცხენა სანაპიროზე“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

როგორც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში განმარტა, აფეთქებები დესნიანსკის რაიონში მოხდა.

“დესნიანსკის რაიონი. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მიემართება. დამატებითი დეტალები მოგვიანებით“, – დაწერა მან.

ნგრევის მასშტაბების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია. ასევე, ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია შესაძლო მსხვერპლის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები