კანადამ რუს პროპაგანდისტებს ახალი სანქციები დაუწესა
კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.
როგორც კანადის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, სანქცირებულთა სიაში 34 იურიდიული და ერთი ფიზიკური მოხდა, რომელთა შორის არიან თინა კანდელაკი და სერგეი ბეზრუკოვი.
კანადის მთავრობა მიიჩნევს, რომ აღნიშნული პირები უკრაინაში კრემლის ომის შესახებ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელების თანამონაწილეები არიან.
„რუსეთის რეჟიმის ომი დამოკიდებულია ტყუილსა და სიცრუეზე. ის აჩუმებს და აპატიმრებს საკუთარ მოქალაქეებს, რომლებმაც სიმართლის თქმა გაბედეს“, – ნათქვამია განცხადებაში.